ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება
საქართველოში, 2016 წელს, თავისუფალ და ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩის შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ქართული ჭიდაობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.