ბიზნესმენებს, გელა გურულს და გია პირველაშვილს 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ
ბიზნესმენები, გელა გურული და გია პირველაშვილი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
საქმე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელის საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს. ილია კოკაია, გელა გურულის კომპანიას საფეხბურთი კლუბთან ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების დარღვევაში და კლუბის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.