"თავისუფალი დემოკრატები" ყრილობისთვის ემზადებიან

"თავისუფალი დემოკრატები" ყრილობისთვის ემზადებიან

   ირაკლი ალასანიამ პარტიული აქტივობები გააძლიერა. "თავისუფალი დემოკრატები" ყრილობისთვის ემზადებიან, სადაც დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია დაბრუნდება.

  "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები და პარტიის სამასამდე წევრი ესწრებოდა. შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ირაკლია ალასანიამ სიტყვით მიმართა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ დამფუძნებლებს პარტიის ახალი სიმბოლიკა წარუდგინა.

  ამავე შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა უახლოესი გეგმები განსაზღვრეს და გადაწყდა, რომ "თავისუფალი დემოკრატების"  რიგით მესამე ყრილობა 8 ნოემბერს, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალი წესდების რედაქციის მიღებას და სხვა საკითხებს განიხილავს.


  გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობა განიხილავს პარტიის ახალი თავმჯდომარის  არჩევის საკითხსაც. სავარაუდოდ, თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას აირჩევენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: