დავით ჯალაღანია: საქართველო-რუსეთს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა!

დავით ჯალაღანია: საქართველო-რუსეთს შორის  რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა!

  დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია საფრთხეებს შეიცავს და კითხვებს ბადებს, - არნიშნული  განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გააკეთა.

 

  როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებითა საქართველო-რუსეთს შორის  რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა.

 

   "ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მას ექნებოდა მხოლოდ ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციის დანიშნულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა კონტექსტშიც განიხილება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, კერძოდ რუსეთი კვლავ რჩება სამწუხაროდ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანად, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს თავის სამხედრო კონტროლის ქვეშ, რა თქმა უნდა აღნიშნული საკითხი საფრთხეებს შეიცავს და კითხვებს ბადებს. აქამდე რაიმე სახის კომუნიკაცია საქართველო-რუსეთს შორის არ ყოფილა", - განაცხადა ჯალაღანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: