ზვიად ქორიძე: უვადო მსჯავრდებულთა თემა ჩვენი მართლმსაჯულებისთვის დიდი დამღაა!

ზვიად ქორიძე:  უვადო მსჯავრდებულთა თემა  ჩვენი მართლმსაჯულებისთვის დიდი დამღაა!

  შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ. ქორიძის თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.

 

  "უახლოეს დღეებში შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის  სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება", - განაცხადა ქორიძემ.

 

  მისი თქმით, უვადო მსჯავრდებულთა თემა  ჩვენი მართლმსაჯულებისთვის დიდი დამღაა.

 

  "ნურავის ექნება განცდა, რომ თუ 85 მსჯავრდებული დღეს იხდის უვადო სასჯელს, ამით სრული საზოგადოებრივი სიმშვიდეა ქვეყანაში. პატიმრებმა ნაწილობრივ მოიხადეს სასჯელი, პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა, მისცეს მათ შანსი, რათა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, არანაირი კავშირი არ არის პრეზიდენტის შეწყალებებსა და კრიმინალური სიტუაციის გართულებას შორის", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: