თბილისის მერიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს შეხვდებიან
თბილისის მერის მოადგილე სოციალურად დაუცველებს შეხვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანია ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.
"ორშაბათს, 18:00 საათზე ჩემს მოადგილესთან შედგება სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება მათი მდგომარეობა და სამართლებრივი ასპექტები, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტაცია უნდა ინახოს, უნდა ინახოს მათი მდგომარეობა და მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.