გოგა ხაჩიძე: ორფოლოს პოლიგონზე ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი!

გოგა ხაჩიძე: ორფოლოს პოლიგონზე ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი!

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე მთავრობის წევრების გუშინდელ საფეხბურთო მატჩს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

  ხაჩიძე დადებითად აფასებს მთავრობის წარმომადგნლების ფეხბურთის თამაშს, თუმცა აქვე წერს იმ უარყოფით მხარეებზე, რასაც, მისი თქმით, მთავრობა ქვეყნისთვის აკეთებს.

 

  შეგახსენეთ, რომ გუშინ, გორში, ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა საფეხბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ცხინვალის "ლიახვი" და "თბილისი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 4:4 დამთავრდა.

 

"გულწრფელად გეტყვით, სულაც არაა ცუდი, მთავრობის წევრები და პირადად თქვენ, ფეხბურთს რომ თამაშობთ.

პირიქით, მართლა ძალიან კარგია და მივესალმები!

აბა რა, ფეხბურთიც უნდა ითამაშაოთ და საერთოდ, ჩემის აზრით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რასაც კანონი არ გიკრძალავთ.

ჩვენ, მთავრობის წევრებს, ფეხბურთიც გვითამაშია, კლდეებზეც გვიცოცია და დაივინგის პოპულარიზაციაც გაგვიკეთებია...

ერთხელ მაგალითად, ორფოლოს პოლიგონზე, ჯარისკაცებთან ერთად, ოქრუაშვილის დანაღმულ მინდორზე ვითამაშეთ ფეხბურთი. 

ჩემი თუ არ გჯერათ, კალაძეს ჰკითხეთ (იმ დროს, ჯერ კიდევ "ჩვენს გუნდში" თამაშობდა  )

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, დღეს რაღაცეებზე ძალიან "ვიხალისე", კარგია რომ ფეხბურთს თამაშობთ.

ცუდი იცით რა არის?!

უსტატუსო მილიარდერი რომ გმართავთ;

ქვეყანა რომ გაჩერებულია და ჩვენ დროს დაწყებული მშენებლობები(ღა) მთავრდება;

2 წელიწადში 3 მილიარდი ვალის დაგროვება რომ მოგვიწევს;

ბიუჯეტი რომ გარღვეული გვაქვს;

რუსეთისკენ რომ მივფოთხავთ მშვიდად, აუჩქარებლად და თითქოს-შეუმჩნევლად;

კრიმინალის დონე რომ იზრდება;

რაც კარგი იყო, ის რომ ქრება;

რაც ცუდი იყო, ის რომ იმატებს;

გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა რომ გვაქვს;

ინსტიტუციები რომ იშლება;

არაკომპეტენტურობის ზეიმებს რომ გვიწყობთ;

ხშირად, ქვეყნისთვის მავნებლურ გადაწყვეტილებებს რომ იღებთ;

რომ იცრუეთ და კიდევ ცრუობთ...

ეს და კიდევ უამრავი რამ ძალიან ცუდია ბ-ნო პრემიერო, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ფეხბურთს, ძალიან კარგი ღონისძიება იყო და მივესალმები"!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: