რიჩარდ ნორლანდი: ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ!

რიჩარდ ნორლანდი: ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ!

  "მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, თავის სამშობლოს დაუბრუნდეს". აღნიშნული განცადება რიჩარდ ნორლანდმა დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

  ნორლანდის თქმით, ხალხი უფრო მეტად აცნობიერებს იმას, რომ მრავალი ქართველი, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა  ახლა ცდილობენ, სამშობლოში დაბრუნებას და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას. 

 

  "და ეს არ არის მხოლოდ ცნობილი ადამიანები, ისეთები, როგორიც მაგალითად იყო ალექსანდრე ქართველი, ცნობილი, წარმოშობით ქართველი ამერიკელი ავიაინჟინერი, ან ჯორჯ ბალანჩინი, ცნობილი ქორეოგრაფი. ესენი არიან პროფესიონალები სხვადასხვა დარგში, მათ შორის ექიმები და სხვა, რომლებიც დღესდღეობით ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ მათი სამშობლოს აღორძინებაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: