გიორგი კვირიკაშვილი: ქართველი ემიგრანტების მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა გვქონდეს!

გიორგი კვირიკაშვილი: ქართველი ემიგრანტების მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა გვქონდეს!

  "ჩვენი ქვეყნიდან მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანი არის გასული", - აღნიშნული  განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.  

 

  "ჩვენი ქვეყნიდან მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია გასული. ისინი არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ამ ადამიანების პოტენციალი გამოიყენოს ქვეყანამ და ქვეყნის ეკონომიკაში მათი ჩართულობა იყოს მაღალი. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამას ეძღვნება. ამისთვის არის დღეს მთელი რიგი საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლა, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალური პროგრამების შესახებ. ჩვენ მივესალმებით, რომ მათი ჩართულობა ამ მიმართულებით იყოს მაღალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: