მაია ფანჯიკიძე: თუ ამ საკითხზე საუბარი გაიმართა მეტი გვეცოდინება!
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ავარო-კახეთის გზის მშენებლობაზე მან არაფერი იცის და ამის შესახებ რუსეთიდან ოფიციალური შეტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შესულა.
"ოფიციალური შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია რუსეთის მხრიდან. აბაშიძე-კარასინის ფორმატით შეხევდრა მალე გაიმართება და მართალია ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ თუ იქნა საუბარი ამის თაობაზე, უფრო მეტი გვეცოდინება", - აცხადებს მინისტრი ფანჯიკიძე.