დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ახალაიას საქმეს საბერძნეთის ქალაქ პატრას სასამართლო განიხილავს.
ახალაიას ექსტრადირების საკითხზე სასამართლომ მსჯელობა ორჯერ გადადო. ბოლო სხდომა 8 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა მოსამართლემ საქმეზე დამატებითი დოკუმენტები და მათ შესასწავლად დამატებითი დრო მოითხოვა.
შეგახსენებთ, დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ის საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოს სახით 100 000 ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.