"ნაციონალური მოძრაობა": პრეზიდენტს მოვუწოდებთ ვეტოს უფლება გამოიყენოს!

"ნაციონალური მოძრაობა": პრეზიდენტს მოვუწოდებთ ვეტოს უფლება გამოიყენოს!

  "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მოუწოდებს, "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ვეტოს უფლება გამოიყენოს. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც "უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში განსახორციელებელი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.


  "წარმოდგენილი პროექტი კონსტიტიციით მოცემულ ძალთა ბალანსს ცვლის. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩვენგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებს. მოვითხოვთ მისგან ვეტოს უფლების გამოყენებას", - განაცხადა დარჩიაშვილმა .

  პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. განიხილება კანონპროექტი, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს და შემდეგ რამდენიმე საკითხებზე პოზიციების შეუჯერებლობის გამო გადადეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: