დავით ბერძენიშვილი: ჩვენი ხელისუფლება იქნება გაცილებით მართალი, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება!

დავით ბერძენიშვილი: ჩვენი ხელისუფლება იქნება გაცილებით მართალი, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება!

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" ცვლილებათა პაკეტს მხარს არ უჭერს. ბერძენიშვილის შეფასებით, რეპრესირებულები ელიან, რომ ხელისუფლება მათ მიმართ იქნება გაცილებით უფრო მართალი, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. თუმცა, კანონში შესატანი ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში რეპრესირებულთა მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

  "მე არ დავუჭერ მხარს თქვენს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას ამ კანონისას. მიმაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ვალდებულებების შესრულების იმიტაცია", - განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე  რეპრესირებულთა შესახებ კანონის განხილვაზე.

  დეპუტატის განცხადებით, რეპრესირებულების მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.


  "1997 წლის შემდეგ 17 წელი გავიდა და საქართველოს სახელმწიფო ამ ადამიანების მიმართ არ არის პირნათელი. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სერიოზული ცვლილებები შეიტანოთ. მე მუდმივად ვსაუბრობ მათ პრობლემებზე და თქვენ რასაც გვთავაზობთ, მთავრობა რასაც გვთავაზობს, არის პრობლემების არა მინიმალურად მოწესრიგება, არამედ პრობლემებისგან გაქცევა. ამიტომ ამ თამაშში მთავრობას მე არ შევყვები", -აცხადებს დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: