შსს-მ "GWP"-ის თანამშრომლები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვისცენტრის თანამშრომლები - 1978 წელს დაბადებული თემურ ჩერქეზიშვილი და 1979 წელს დაბადებული მამუკა წერეთელი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები თბილისში, სასტუმრო "ალრაშიდის" უცხოელ მფლობელს 1100 ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასტუმროში განთავსებულ წყლის მრიცხველებზე ხარჯვის მონაცემების შეცვლა-შემცირებას.