ვანო მაჭავარიანი: დღევანდელ ვითარებაში უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება რთულია!
საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა ,თუმც ეს ყოველივე იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.
როგორც მაჭავარიანის განცხადებიდან ირკვევა, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის.
"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან მთავრობამ მათი შეხვედრა არ მოინდომა.
"მაშინ შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია, თუმცა, თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა", - განაცხადა მაჭავრიანმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.