ალექსი პეტრიაშვილი: მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრას რაიმე შედეგის მოტანა არ შეეძლო!
"იმთავითვე პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაფრისმომცემი შეხვედრის", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
"მე პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი იმთავითვე არაფრისმომცემი შეხვედრის. პირიქით, უფრო მეტსაც გეტყვით, ზიანის მომტანი შეხვედრის საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით იქნებოდა არასწორად აღქმული. ასე რომ, გააზრებულად, მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.