გურამ გირგვლიანი:იმის თქმა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ უაზრობაა!

გურამ გირგვლიანი:იმის თქმა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ უაზრობაა!

  სანდრო გირგვლიანის, მამის გურამ გირგვლიანის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის. გირგვლიანი მიიჩნევს, რომ 3 წელი არასათანადო სასჯელია.

"იმის თქმა, რომ მე ახლა კმაყოფილი დავრჩი, ალბათ უაზრობაც არის, იმდენად, რამდენადაც შვილი მომიკლეს და მეუღლე მომიკლეს, ასე გამოდის. მე არც ველოდებოდი მეტს, თავიდანვე ვიცოდით, რომ მეტს არც მისცემდნენ, იმიტომ რომ თვითონ მუხლი იყო ისეთი, ორივეში რომ სადღაც 9-დან 15-მდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ მისცეს სამი წელი მერაბიშვილს, ალანია არ არის ქვეყანაში და მერე რა მოხდება არ ვიცით, სასჯელი რა თქმა უნდა, ნაკლებია",-განაცხადა გირგვლიანმა.

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შს ყოფილ მინისტრს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე 332-ე, უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით მიუსაჯა ოთხწლიანი პატიმრობა, რასაც 2012 წელს მიღებული ამნისტიის კანონის შესაბამისად ვადის 1/4 მოაკლდა.

მეორე მუხლს რაც შეეხება, ეს გახლავთ სამსახურებრივი სიყალბე. ამ მუხლით მერაბიშვილს 2 წელი მიესაჯა, რასაც ასევე მოაკლდა გარკვეული ვადა და საბოლოო ჯამში ვანო მერაბიშვილს 3 წლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: