ზურაბ აბაშიძე:ჟენევის ფორმატში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა არ განხილულა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის ცნობით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხი ჟენევისა და პრაღის ფორმატებში არ განხილულა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ გაკეთდა განცხადებები და საქართველოს მხრიდანაც დადასტურდა შეხვედრისთვის მზაობა, მაგრამ შემდგომ არანაირი განხილვა, არანაირი მზადება ამისათვის არ ყოფილა.
"არც რუსეთს მოუმართავს რაიმე კონკრეტული წინადადებებით ამის თაობაზე, არც ჩვენი მხრიდან ყოფილა რაიმე განხილვა. ასე რომ, არც პრაღის ფორმატში, არც ჟენევაში არანაირი განხილვა ასეთი შეხვედრის მოსამზადებლად არ ყოფილა", - განაცხადა აბაშიძემ.