კობა ნარჩემაშვილი:სააკაშვილი ძველი გზებით ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას, მისი იდეა განწირულია!
შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ, თუ სააკაშვილი ძველი გზებით ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას, მისი იდეა განწირულია.
"თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ისევ ძველი გზებით შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას, მისი იდეა განწირულია. დღევანდელი ობიექტური რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია 2003 წლისგან. თუმცა, ფაქტია, ნაციონალები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რათა მაქსიმალური დისკომფორტი და არასტაბილურობის განცდა შეუქმნან მოქალაქეებს. გახსოვთ, ალბათ, პირველი სამი თვე ნაციონალებს ხმა არ ამოუღიათ. ფიქრობდნენ, რომ მათ იმავე მეთოდებით გაუსწორდებოდნენ, როგორც თვითონ იქცეოდნენ. მაგრამ როდესაც შეხედეს, როგორ აარიდა ხელისუფლებამ თავი დამნაშავეების დასჯას,დიდ გულზე მოვიდნენ და გააქტიურდნენ. ფული შეუშლით ხელს თუ სინდისი?! მეტსაც გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, ბევრი ბიზნესიდან ფული ჯერ კიდევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიდის.
"გალფი" კეზერაშვილის არ არის?! დავით იაკობაშვილი, რომელიც "გალფის" ოფიციალური წარმომადგენელია, საქართველოში კეზერაშვილმა შემოიყვანა.
ვისია სალარო აპატარების ბიზნესი?! კეზერაშვილის! ბევრი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.