მანანა კობახიძე: წესრიგის დარღვევის უფლება არავის გვაქვს!
ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პრემიერის სახლთან გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სად იყო გადაცდომა და სად კანონშესაბამისი მოქმედება.
"გამოხატვის თავისუფლება ყველას გვაქვს, მაგრამ წესრიგის დარღვევის უფლება არავის გვაქვს. ამიტომ აქ შეფასება უნდა მოხდეს ადეკვატური, ფაქტებზე დაყრდნობით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სად იყო გადაცდომა, სად იყო კანონშესაბამისი მოქმედება, ასე რომ, ერთიანი რაღაც რეცეპტი ვერ იქნება.
ფაქტია, რომ კანონი ყველამ უნდა დავიცვათ და მათ შორის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს ქვეყანაში დაცული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.