ქსნის ციხის უფროსი გადადგა, მაგრამ კვლავ ადგილზე რჩება

ქსნის ციხის უფროსი გადადგა, მაგრამ კვლავ ადგილზე რჩება

ჩემს საკითხს ალბათ, სამინისტრო გადაწყვეტს. განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ დაწერილი მაქვს, - აცხადებს  ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ნუკრი ხუხუა.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის დატოვების შესხებ განცხადება უკვე დაწერა,  სასჯელაღსრულების სამინისტროში ის ჯერ არ გადაუგზავნია. თუმცა აცხადებს, რომ  მის საკითხს სამინისტრო უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.


"თუ ჩემი გადადგომა ამ პროცესებს შეაჩერებს, ამ პროცესებს მოევლება და ქვეყანას ეშველება, რა გადადგომაზეა ლაპარაკი, შეუძლებელს შევძლებდი მაგისთვის", _  აცხადებს ნუკრი ხუხუამ.


შეგახსენებთ, რომ ნუკრი ხუხუას გადადგომას ქსნის ციხის პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ. მსჯავრდებულების თქმით, ის მათ დასჯით ემუქრებოდა.


ამასთან, პატიმრები უკმაყოფილო არიან დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურებით. როგორც მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აცნობეს, გაუარესდა სამედიცინო მომსახურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღარ ხდება იმ ინტენსივობით პატიმართა გადაყვანა მე-18 დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, როგორც ეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში ხდებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: