ეკა ბესელია: ასეთ ნიადაგზე კონფლიქტი და დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ!
სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტს და მუსლიმების პოლიციასთან დაპირისპირებას აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ბესელიას განმარტებით, ვითარება სერიოზულია და აუცილებელია მისი სათანადოდ გამოძიება, მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად. ბესელია მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლებები.
"აუცილებელი და საჭიროა, ძალიან სიღრმისეულად და ობიექტურად გამოძიების ჩატარება და სამართლიანად მიდგომა. აქ არ შეიძლება რამე ტიპის ტენდენცია და მიკერძოებულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, ამ პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ფრთხილი, ობიექტური და სამართლიანი რეაგირება, რომ კარგად გავარკვიოთ, რა ხდება. არ უნდა დავუშვათ ასეთ ნიადაგზე რამე ტიპის კონფლიქტი და დაპირისპირება." - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ,რომ სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს.