დევნილთა სამინისტროსა და "ქართული ლუდის კომპანია"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სამინისტროსა და "ქართული ლუდის კომპანია"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და "ქართული ლუდის კომპანია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

  მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და "ქართული ლუდის კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა მოაწერეს.

  ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს, დევნილი ოჯახებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის საჩუქრად გადაცემას და დევნილთა ჩასახლებებში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების განხორციელებას.

  კომპანიამ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის სწავლის საფასური. სტუდენტები კომპანიამ საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: