მაია ფანჯიკიძე: ამ ვიზიტმა საქართველო -გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა!
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, გერმანიაში ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ფანჯიკიძე განსაკუთრებით დადებითად აფასებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.
"ორმხრივი შეხვედრების დროს, განსაკუთრებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე და რომლის დაძლევაშიც ჩვენ გვჭირდება გერმანიის და ევროკავშირის დახმარება, გარდა ამისა, ვისაუბრეთ, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებზე და შევთანხმდით მათ გაძლიერებაზე. ჯამში ეს იყო ძალიან დავიტრთული და ნაყოფიერი ვიზიტი და ვფიქრობ, შეძლო თავისი წვლილის შეტანა საქართველოს და გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში",-განაცხადა ფანჯიკიძემ.