ვიქტორ დოლიძე: სამხედრო აგრესიაში ამ მასშტაბით საქართველო არ ჩათრეულიყო!

ვიქტორ დოლიძე: სამხედრო აგრესიაში ამ მასშტაბით საქართველო არ ჩათრეულიყო!

  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთმა დაიწყო, მაგრამ იყო შანსი, ამ სამხედრო აგრესიაში საქართველო არ ჩათრეულიყო.

 როგორც დოლიძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სიკორსკის, შესაძლოა, აღნიშნულ საკითხზე თავისი ინფორმაციები აქვს.

  "სიკორსკის ალბათ თავისი ინფორმაციები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარები, მეც პირადად, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, ამაში ორი აზრი არ არის, მან დაიწყო, რა თქმა უნდა, სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ იყო შანსი, რომ ამ სამხედრო აგრესიაში, ამ მასშტაბით საქართველო არ ჩათრეულიყო",- განაცხადა დოლიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: