კახა კუკავა:-"ოპოზიციის აქტივისტების მოყინვა "ქართული ოცნების" ახალი გამოგონება და ტექნოლოგიაა!"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და პარტიის წევრებზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა. მისი განცხადებით ახალციხეში პარტიის ყველა წევრს გაუთიშეს გაზი, რადგან ადგილობრივი არჩევნების დროს ახალციხეში "თავისუფალმა საქართველომ" გაიმარჯვა.
კუკავას თქმით ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებებს არა გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, არამედ ისევ სუს-ის ხელმძღვანელები იღებენ.
აქციაზე ახალციხიდან ჩამოსულები იყვნენ პარტიის წევრებიც, დევონ ერემიანის განცხადებით ახალციხეში ანარქიაა და არანაირი წესრიგი არ არსებობს.
თაზო ბენიძე