მოქანდაკე ჰონორარზე უარს ამბობს, ჯერი მთავრობაზეა, შეისმენს თუ არა შინდისელთა თხოვნას…

მოქანდაკე ჰონორარზე უარს ამბობს, ჯერი მთავრობაზეა, შეისმენს თუ  არა შინდისელთა თხოვნას…

    2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისელი ილია შეყლაშვილის მამა ვაჟა შეყლაშვილი, დაღუპული ალექსანდრე ონიანის და ელენე ონიანი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე სხვა დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების სახელით მთავრობას 17 გმირის სახელის უკვდავსაყოფად მონუმენტისთვის საჭირო თანხას სთხოვენ. პროექტის იდეა მსახიობ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

   ვაჟა შეყლაშვილის თქმით, შინდისში, ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პირადი ხარჯებით ეკლესია აშენდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თანადგომა გამოიჩინა და მონუმენტის ჩამოსასხმელად ავტორებს ფერადი მეტალი გადასცა. ქალაქის მერიამ კი 50 000 ლარი გადარიცხა. მისივე თქმით, საქმიანობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია. დაღუპულის მამის ცნობით, მონუმენტი 900 000 ლარი ჯდება და საჭიროა 850 000 ლარი. მოქანდაკემ მონუმენტზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და სახელოსნოში პირველი იარუსი უკვე ამოყვანილია.

   ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, შინდისის გმირების სახელთა უკვდავსაყოფად, 17-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი, შინდისში, ზუსტად იმ ადგილზე აღიმართება, სადაც ქართველი ჯარისკაცები 6 წლის წინათ ბრძოლაში  გმირულად დაიღუპნენ.

   ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოქანდაკე ჰონორარზე უარს ამბობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: