ახალციხის სასამართლომ მოხეში დაკავებული 14-ვე პირი გაათავისუფლა
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მომხდარი დაპირისპრებისას დაკავებული 14 - ვე პირი, ახალციხის სასამართლომ წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლა. 3 დაკავებული ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, 11-ს კი, 250 ლარის გადახდა დააკისრა.
პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლეებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა, ახალციცის პოლციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია განაგრძობენ და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ სანამ, სადაო შენობა მათ სამლოცველოდ არ გადაეცემათ.
შეგახსენებთ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის დავა შენობის დემონტაჟმა გამოიწვია, სადაც 1924-1937 წლებში მეჩეთი ფუნქციონირებდა, მომდევნი წლებში კი, იქ საწყობი და კლუბი იყო განთავსებული.