ბერძნებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს

ბერძნებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს

სამთავრობო პოლიტიკით უკმაყოფილო ბერძნებმა 48 საათიანი ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყეს.


მოსახლეობა მთავრობის მიერ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას აპროტესტებს. საყოველთაო გაფიცვას სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლები, იურისტები, ავიაკონტროლიორები,  ჟურნალისტები და ექიმები უერთდებიან.


უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, გაფიცვის ფარგლებში სკოლები, საგადასახადო დაწესებულებები და სახელმწიფო ორგანოებიც დროებით წყვეტენ მუშაობას. 


ათენში ტრადიციულად საპროტესტო მსვლელობები იგეგმება. ამის გამო პოლიცია რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებასთან უკვე მობილიზებულია.


შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო საბერძნეთის მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯების შეამცირება  გადაწყვიტა. კერძოდ, შემცირდება ხელფასები და პენსიები, ამასთან აიწევს საპენსიო ასაკის ზღვარი.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: