მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტებს უმაღლესში მოსახვედრად შესაძლოა "სამოქალაქო განათლება" ჩაბარება მოუწიოთ!

მაია მიმინოშვილი:  აბიტურიენტებს უმაღლესში მოსახვედრად შესაძლოა "სამოქალაქო განათლება"  ჩაბარება  მოუწიოთ!

  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახლა ინიციატივაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, შესაძლოა, აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, კიდევ ერთი საგნის "სამოქალაქო განათლება"  ჩაბარება მოუხდეთ.


  "ეს გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, თუმცა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. პირველ რიგში გადაწყვეტილება უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, სავალდებულოდ გამოაცხადოს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვისათვის. ბუნებრივია, აბიტურიენტებისათვის ეს საგანი არ იქნება სავალდებულო, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  ის არჩევითი საგნების ნუსხაში მოხვდება. გადაწყვეტილების მიღებაში, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას.

"სამოქალაქო განათლება" მე-9, მე-10 კლასებისთვის  სავალდებულო საგანია, ხოლო მე-11 და მე-12 კლასებში - არჩევითი. რაც შეეხება დაბალ საფეხურებს, ეს დისციპლინა ინტეგრირებულა სხვა საგნებთან, ისეთი როგორიც არის ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვ." - აღნიშნავს მაია მიმინოშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: