ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კობა ძაგნიძე საკუთარ კაბინეტში დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კობა ძაგნიძე საკუთარ კაბინეტში დააკავა

 ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ კაბინეტში დააკავა.

  ძაგნიძე კაბინეტიდან ხელბორკილით გაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას 3 ათასი ლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

 ვანის საკრებულოს ზოგიერთი წევრის განცხადებით,  ძაგნიძის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს, რადგან ის საკრებულოს თავმჯდომარეობის რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: