უკრაინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
უკრაინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმინისტრმა საგანგებო სხდომა გამართა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.
არსენ იაცენიუკი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ელოდება. ემზადება შინაგან საქმეთა მინისტრიც. არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს უკრაინის ქუჩებში სიმშვიდეს ასობით ათასი პოლიციელი უზრუნელყოფს.
საპარლამენტო არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან პრორუსი სეპარატისტები. აღმოსავლეთ უკრაინაში 14 საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას. თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი აცხადებს, რომ სეპარატისტები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებს განაახლებენ.