ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარდა, ვანში ქრთამის აღების ფაქტზე, კიდევ ორი ყოფილი თანამდებობის პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი ავთანდილ ჭელიძე და ვანის რაიონის სოფ. ამაღლების ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მამია გაბუნია.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულებმა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩაბარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 7 000 ლარი გამოართვეს.