ირინე იმერლიშვილი:ტერიტორიული მთლიანობისა და ანექსიის მცდელობის საკითხზე მნიშვნელოვანი არაფერია!

ირინე იმერლიშვილი:ტერიტორიული მთლიანობისა და ანექსიის მცდელობის საკითხზე მნიშვნელოვანი არაფერია!

  " დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრებისთვის აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს", -განცხადება  ამის შესახებ  უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 იმერლიშვილის განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის და ანექსიის მცდელობის საკითხზე ამაზე მნიშვნელოვანი თემა, ვფიქრობ, დღის წესრიგში არ დგას

  "თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია... წერილების გაგზავნა არსად არის რეგლამენტირებული. ეს არ არის აუცილებელი - გაიგზავნება თუ არა წერილი, ამით არ ინიშნება ეროვნული უშიშროების საბჭო, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც კი პრეზიდენტმა დანიშნა, ეს გავიდა პირდაპირ ეთერში. აქამდე ამაზე არ ყოფილა საუბარი და პრეზიდენტმა შეგნებულად არ გაუსვა ამას ხაზი, მაგრამ რადგან უკვე გაცხადდა, ვიტყვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო, ბრიუსელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი გადაედო, დარწმუნებული ვარ, მინისტრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და ანექსიის მცდელობის საკითხი, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, დღის წესრიგში არ დგას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური ორგანო ამ საკითხზე შეძლებს და შეიკრიბება დაანონსებულ დროს", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.



უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, საბჭოს სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, მას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: