ირაკლი ღარიბაშვილი:ქალაქის განვითარების ახალი ეტაპი იწყება!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკრებულოს რეაბილიტირებულ შენობაში თბილისობის დღესასწაულის გახსნას დაესწრო.
"დღეს ჩვენი დედაქალაქი მთელი ჩვენი ქვეყნის მასპინძელია, დღეს მთელი საქართველო ზეიმობს თბილისელებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ამ დღეებში ქალაქს დაუბრუნდება მხოლოდ ძველი თბილისისათვის ჩვეული ხიბლი და ამავე დროს, ჩვენ ვიზეიმებთ თანამედროვე თბილისთან ერთად. თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ეს ქმნის მის განსაკუთრებულობას. ძნელია, სხვაგან მოიძებნოს ისეთი თბილი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება ხალხთა შორის, როგორიც თბილისშია", - განაცხადა პრემიერმა.
ნარმანიას თქმით თბილისში წარმატების ახალი ეტაი იწყება.
"ახალი სკვერები, ახალი სკოლები, ახალი გასართობი და დასასვებელი ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები - ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი დედაქალაქისთვის! ჩვენი მიზანია, თბილისელებისთვის თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქი, მთელი საქართველოსთვის კი - საამაყო დედაქალაქი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ თბილისობას, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.