გიორგი კვირიკაშვილი: ორი წლის მანძილზე ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს!

გიორგი კვირიკაშვილი: ორი წლის  მანძილზე ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს!

  ძალიან საინტერესო ორი წელი იყო. ვფიქრობ, ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს. აღნიშNული განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ანგარიშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

  "ძალიან საინტერესო ორი წელი იყო. ვფიქრობ, ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს. მათ შორის ის, რომ ექსპორტი 27%-ით გაიზარდა; ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა; ის, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებით უამრავი პროექტი ხორციელდება; ის, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ძალიან ეფექტურად ამუშავდა და 25 საწარმოა უკვე დაფინანსებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე ტურიზმის კუთხით - მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით. ასევე არსებობს ძალიან სერიოზული ინტერესი ინვესტორთა მხრიდან ტურისტული მიმართულებით. ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახებია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: