ვალერი გელბახიანი:-"ცვლილებები მოხდა, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა, რადგან ბევრი წინასაარჩევნო დანაპირები ჯერ კიდევ შეუსრულებლია"

ვალერი გელბახიანი:-"ცვლილებები მოხდა, მაგრამ  ხალხი მაინც უკმაყოფილოა, რადგან ბევრი წინასაარჩევნო დანაპირები ჯერ კიდევ შეუსრულებლია"

   ხელისუფლების 2 წლიანი მუშაობის შედეგები დღეს იურისტმა ვალერი გელბახიანმა შეაფასა და განაცხადა, რომ ამ მთავრობამ ბევრი სასიკეთო  ცვლილება მოიტანა.

   -"იმდენი პოზიტივი აქვს ხელისუფლებას ამ 2 წლის განმავლობაში, რომ  შესაძლოა, ჩამოთვალა გამიჭირდეს. ბევრი სასიკეთო ცვლილება მოიტანა ამ მთავრობამ, განსაკუთრებით იმაში, რომ არ იგრძნობა პოლიტიკური ზეწოლა ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით სახელმწიფო სფეროების მუშაობაში. სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლებულია ზეწოლისგან, არ ატერორებენ ბიზნესს, არ არის ფარული  მოსმენები დაჭერებისთვის, არ არის მასობრივი  დაჭერები. საზოგადოებაში შიში გაქრა. მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.  ერთი შეხედვითაც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა, რადგან ბევრი წინასაარჩევნო დანაპირები ჯერ კიდევ შეუსრულებლია" - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: