შალვა ხაჭაპურიძე დავით ბეჟუაშვილს მკვლელობაში ადანაშაულებს

შალვა ხაჭაპურიძე დავით ბეჟუაშვილს მკვლელობაში ადანაშაულებს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს. როგორც მან "ფორ.გე"-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარ პროკურატურაში შეაქვს სარჩელი, სადაც მოყვანილია ფაქტები, თუ როგორ წაართვეს მან და მისმა სიმამრმა  ბიზნესმენ დავით მხეიძეს კასპში ცემენტის ქარხანა.


"ჩვენ გვყავს მოწმე, რომელიც ჰყვება, თუ როგორ დაიწყო ბეჟუაშვილმა სხვადასხვა ქარხნების დატერორება და როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ მათი დახურვა", - ამბობს ხაჭაპურიძე.


"არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს დავით მხეიძის ლიკვიდაცია, რომლის უკან დავით ბეჟუაშვილი იდგება", აცხადებს ადვოკატი და იქვე იმასაც ამბობს, რომ ბეჟუაშვილისთვის ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იქნება. მისის თქმით, ამის შესახებ მოწმეები რამოდენიმე დღეში ისაუბრებენ.


შალვა ხაჭაპურიძემ ამ საქმის გარდა პრესკონფერენციაზე კიდევ 7 საჩივარი განიხილა, რის შემდეგაც ისინი მთავარ პროკურატურას წარუდგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: