საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭო გაიმართება. როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
"საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით.
საქართველოს პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა",-ნათქვამია განცხადებაში.