პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა პირველად იგრძნეს, რომ რუსეთი დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა!
საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდეს მათი მომავლის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში. განცხადება ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზი ხალხის ხმამ და საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ჩვენში ეს ყურადღება.
"ბუნდოვანია მათი პერსპექტივა. ამ ფონზე, საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდეს მათი მომავლის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში.
პოლიტიკურად, აფხაზურმა საზოგადოებამ პირველად იგრძნო, რომ რუსეთი მას ამდენ ხანს დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა. სინამდვილეში, არაფერი საერთო მას არ ჰქონდა ამ მიმართულებით. აფხაზი ხალხის ხმამ და საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ჩვენში ეს ყურადღება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.