ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს სიკეთე როგორც აფხაზებმა, ისე ოსებმაც უნდა გაიზიარონ!

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს სიკეთე როგორც აფხაზებმა, ისე ოსებმაც უნდა გაიზიარონ!

   აფხაზეთის მიმართ ჩვენი წინადადებაა, რომ ყველა ის სიკეთე და შესაძლებლობა, რომელიც თან ახლავს ამ რეფორმებს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყველა მოსახლეზე გავრცელდეს. აღნიშNული განცხადება საპარლამენტო უმრავლესბოის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. 


  "ძალიან ბევრი პოზიტივია ამ ორი წლის განმვლობაში. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს საქართველოში, რომელთაც გარკვეული შედეგები უკვე მოჰყვა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ საქართველო დღეს უკვე არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი. საქართველო უკვე თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილია. აფხაზეთის მიმართ ჩვენი წინადადებაა, რომ ყველა ის სიკეთე და შესაძლებლობა, რომელიც თან ახლავს ამ რეფორმებს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყველა მოსახლეზე გავრცელდეს. ამ ეტაპზე, უფრო დეტალურად ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან გააჩნია, როგორ იქნება ეს წინადადება მიღებული. უმთავრესი გზავნილი, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, იყო ის, რომ ის სიკეთეები და ის კარგი მომავალი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის შემადგენლობაში, როგორც აფხაზებმა, ისე ოსებმაც გაიზიარონ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: