თეა წულუკიანი: წლის ბოლომდე 4 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება!
თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფელ დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო.
წულუკიანის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 4 ასეთი ცენტრი გაიხსნება.
"მე გახლდით აქ 2013 წლის ივნისში და აქაურ მცხოვრებლებს დავპირდი, რომ აქ ეს ცენტრი აშენდებოდა და ისინი წვალებისა და ხარჯების გაწევის გარეშე, თავიანთ სახლებთან ახლოს, მიიღებდნენ სახელმწიფო, საჯარო სერვისებს. ჯამში 200-ზე მეტ სერვისს მიიღებენ. "ლიბერთი" და მაგთი" არიან ამ პროექტის მთავრი პარტნიორები. მივმართეთ ევროკავშირს, რომელიც გვეხმარება მსგავს პროექტებში, ასევე კადრის დატრენინგებაში. დღეიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანკისელებს მივეცით პატარა შვება. შვება იმისა, რომ სახელმწიფო სერვისები იქნება მათ სახლთან ახლოს - ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და კომფორტული. მათ აქ შეეძლებათ ჰქონდეთ ყველა სერვისი, ასევე ბიბლიოთეკა, შეხვედრების ოთახი, სადაც შეეძლებათ დაჯავშნონ და გამოიყენონ ის, სურვილის მიხედვით. წლის ბოლომდე კიდევ 4 ასეთ ცენტრს გავხსნით და მომდევნო თვეში ცენტრი გაიხსნება სოფელ მუხაესტატეში", - განაცხადა წულუკიანმა.