გიორგი მარგველაშვილი: დღეს აფხაზებისა და ოსების წინაშე რეალური კითხვის ნიშანი დგება!
დღეს აფხაზებისა და ოსების წინაშე დგება რეალური კითხვის ნიშანი, რა პერსპექტივა ელით მათ ხვალ, თუ მოხდება რუსეთის ოკუპაციის გადაზრდა ანექსიაში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ თემებზე ისაუბრა.
"მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან, ბუნერივია, არის ის ძირითადი ფორმატი, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ. დღეს აფხაზებისა და ოსების წინაშე დგება რეალური კითხვის ნიშანი, რა პერსპექტივა ელით მათ ხვალ, თუ მოხდება რუსეთის ოკუპაციის გადაზრდა ანექსიაში, თუ ისინი არ გახდებიან საქართველოს შემადგენელი ჯგუფები და თუ ეს ტერიტორიები ამ ხალხთან ერთად შევა იმ დიდ იმპერიაში, რომელსაც ძალიან იოლად მოუნელებია და ბუნებიდან წაშლილა არაერთი ეთნოსი და ერი, შესაძლოა უფრო დიდებიც, ვიდრე არიან აფხაზები და ოსები,"- განაცხადა მარგველაშვილმა "ქრონიკასთან" საუბარში.