ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველოს წარმატებული წინსვლა მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგია!

ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველოს წარმატებული წინსვლა მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგია!

  საქართველოს წარმატებული წინსვლა  ბევრი ადამიანის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგია. განაცხადას ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

  "უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია.

  მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებში, ისე სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდები, რომლებიც წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას.

 გარდა ამისა, ახალდაარსებული კერძო საინვესტიციო ფონდის - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკაში საქმიანობის წარმართვის მსურველი ინვესტორებისათვის შესაძლებლობების შექმნა.

  მართალია, საქართველოს წარმატებული წინსვლა არის ბევრი ადამიანის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომის შედეგი, სწორედ ჩვენი მთავრობის მიერ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გატარებულმა ძირეულმა რეფორმებმა უზრუნველყო ამ მნიშვნელოვანი მომენტის დადგომა.


  როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, - ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, - არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა.

  ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და მე ამით ვამაყობ. ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: