რას მიმართავს სანდრო ბრეგაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს და რას განმარტავს უცხოელი მეგობრების და თანამემამულეების გასაგონად
სანდრო ბრეგაძე:-"უცხოელებს გავაგებინებ სიმართლეს რომ არანაირი ძალადობრივი მოწოდება არც მიფიქრია!"
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფაცებოოკ ის საკუთარ გვერდზე დღეს უკვე უპასუხა, ამ საღამოს კი ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
"ივერიონი" ექსკლუზიურად გთავაზობთ სანდრო ბრეგაძის მიმართვას.
-"უპირველესად მინდა აღვნიშნო,რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია აზრთა სხვადასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა არის ფუნდამენტი დემოკრატიული ღირებულებებისა.პირადად მე მუდამ პატივს ვცემდი და ვცემ ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ თვალსაზრისებს.აქედან გამომდინარე ყველანაირი ძალადობა ან სიძულვილი კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მიუხედავად მწარე პოლემიკისა და დისკუსიისა ყოველივე არ უნდა გადავიდეს რაიმე სახის ძალადობაში. აგრეთვე მიუღებელია ერთმანეთის შეურაცხყოფა,იქნება ეს სასულიერო პირი თუ სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენელი.მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებთან მინდა ჩვენი უცხოელი მეგობრების და თანამემამულეების გასაგონად განვმარტო,რომ მე ჩემის მხრიდან არც მიფიქრია რაიმე სახის თუნდაც მცირე ესეთი სახის აქტის დაშვებაზე არავის მხრიდან და კატეგორიულად დავგმობ და გავემიჯნები ყველა იმას ვინც განიძრახავს პოლემიკა ამ ჭრილში გადაიტანოს. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და უმჯობესია ეს პოლიტკორექტულ სტილში კეთდებოდეს და არ იწვევდეს რაიმე სახის დაძაბულ ფონს. განვმეორდები და ვიტყვი,რომ დაუშვებელია არა მარტო იდენტობის ,არამედ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი ქმედება,რომელიც ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ დაასხამს წყალს.ოკუპანტის წისქვილზე წყლის დასხმა კი ქვეყნისთვის არის საზიანო.ყველას მოუწოდებ უარი თქვას ემოციებზე და პოლემიკა იყოს პოლემიკა და არა სხვა რამ რაც ჩვენს საერთო მტერს საშუალებას მიცემს დააზარალოს ქვეყნის ინტერესები".