პოლიციამ "ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი დააკავა

პოლიციამ "ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბერუაშვილი დააკავეს.


პოლიციის მტკიცებით, გიორგი ბერუაშვილმა, თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშილებს 1000 ევრო გამოსძალა. ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ   შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებას ჰპირდებოდა.


პრესსამსახურისვე ცნობით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია თანხის ნაწილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით). მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: