ზვიად ტომარაძე:-"არ დავუშვათ წალკა ქართული მოსახლეობისაგან დაიცალოს!"

ზვიად ტომარაძე:-"არ დავუშვათ წალკა ქართული მოსახლეობისაგან დაიცალოს!"

   "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე წალკაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციას ეხმიანებს და ამბობს, რომ სიტუაცია კრიტიკულია!

 

   -"წალკა ქართული მოსახლეობისგან იცლება. მე, ნატალია ხოხიაშვილი და ემზარ ქვარიანი შევხდით წალკაში ჩამოსახლებულ აჭარლებს. საუბარში გაირკვა, რომ ამჟამინდელი გამგებელი ილია საბაძე (ნამდვილი გვარი დუნია მანი-ოღლი) პირადად მონაწილეობს ქართული მოსახლეობის სახლებიდან გამოყრის პროცესს. გამგებელს ჩამოჰყავს ბერძნები, რომლებიც სახლებიდან ყრიან აჭარლებს, სახლებს კეტავენ და მიდიან...150 ოჯახი უკვე გაბრუნდა უკან აჭარაში. 100 ოჯახი საავადმყოფოს შენობას აფარებს თავს. 200-მდე ოჯახი ამ დღეებში ელოდება გამოსახლებას. კვირას წალკის აჭარელ წარმომადგენლებთან ერთად, მე, ნატალია ხოხიაშვილი და ემზარ ქვარიანი შევხდით პატრიარქს ილიაII-ს. უწმინდესმა მოგვისმინა და დაგვაიმედა, რომ გვიშუამდგომლებდა ხელისუფლებასთან, თუმცა ხელისუფლებიდან ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა. სიტუაცია კრიტიკულია! დასამალი არაა და ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ სომხეთს გააჩნია ინტერესები საქართველოს სამხრეთ ტერიტორიებზე. ქვეყანაში დესტაბილიზაციით დაინტერესებულია ნაციონალური მოძრაობაც. დიდი ხანია ვამბობ რომ აუცილებელია უშიშროება გამოეყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს.

   სანამ გამოეყოფა, მანამდე ამჟამინდელი უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს თუ ვისი ინტერესების გატარებას ცდილობს ილია საბაძე. რატომ უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას ან ჩვენი ან პატრიარქის შუამდგომლობა? განა ეს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი არ არის? წალკა ქართველებისგან არ უნდა დაიცალოს. ეს დაუშვებელია! სამწუხაროა რომ ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ამ რაიონს.

   თუ წინა ხელისუფლება ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებდა, ამჟამად სახეზეა უმოქმედობა, შედეგი კი ორივე შემთხვევაში ერთია. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაინტერესედეს ამ საკითხით და არ დაუშვას წალკა ქართული მოსახლეობისაგან დაიცალოს.

   ოთხშაბათს 13:00-ზე წალკის მოსახლეობა კანცელარიასთან აქციას გამართავს, აქციას ჩვენც არასამთავრობოებიც ვუერთდებით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: