გიორგი ახვლედიანი: როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება ისევეა დაინტერესებული ფარული უკანონო მოსმენების განხორციელებით, როგორც წინა"

გიორგი ახვლედიანი: როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება ისევეა დაინტერესებული ფარული უკანონო მოსმენების განხორციელებით, როგორც წინა"

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ გასაღები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს:

   -"ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირად მონაცემებზე წვდომა კვლავინდებურად მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენს და მონაცემთა ბაზის ერთადერთი გასაღები ამ უწყებაში იქნება, ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანის მოსმენის და სპეცსამსახურების მხრიდან კონტროლის მხრივ არაფერი შეცვლილა.

   როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება ისევეა დაინტერესებული ფარული უკანონო მოსმენების განხორციელებით, როგორც ეს სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მიღებული. ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად "წელავს" დროს ამ კანონის მიღებისა, ადასტურებს რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს, სამწუხაროდ, ძირეულად არაფერი შეცვლილა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის შემოღება კი მხოლოდ და მხოლოდ ფასადურია და პირადი დაცვის თვალსაზრისით არავითარი შედეგის მომტანი არ არის," - გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სწორედ ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებების გამო სამარცხვინოდ დაასრულა მოღვაწეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც ჩანს, დღევანდელმა ხელისუფლებამაც იგივე გზა აირჩია, რაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე შედეგით დასრულდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: