ალექსი პეტრიაშვილი: ყოველივე ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გაგრძელებაა!

ალექსი პეტრიაშვილი: ყოველივე ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გაგრძელებაა!

 სერიოზულად ვმუშაობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პრინციპული გნცხადებები გაკეთდება. ასე აფასებს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

 

  მისი განცხადებით, ხელშეკრულება  რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის გაგრძელებაა.

  "ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ და გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან  ძალიან პრინციპული განცხადებები გაკეთდება.

  ორმხრივად  გამართულ ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა სერიოზული უკმაყოფილება და დაგმობა რუსეთის მხრიდან ამგვარი ქმედებების",-აცხადებს პეტრიაშვილი.

  ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას. ის ასევე ითვალისწინებს, საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და "საზღვრის" კონტროლის ერთობლივ განხორციელებას.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Seriously quite a lot of great advice! meilleur casino en ligne Nicely put. Thanks a lot. casino en ligne Truly plenty of valuable tips! casino en ligne francais Kudos. Good stuff! casino en ligne Really plenty of very good info! casino en ligne Thank you, I appreciate it! casino en ligne France Fantastic content, Regards! casino en ligne Thank you. I like it. meilleur casino en ligne Wow loads of fantastic material! casino en ligne fiable Fantastic information Many thanks. casino en ligne fiable

Facebook კომენტარები: