წალკის მოსახლეობა კანცელარიასთან აქციებს იწყებს

წალკის მოსახლეობა კანცელარიასთან აქციებს იწყებს

   წალკაში  ეკომიგრატების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობისა და საზოგადოების ყურადღების მისაბყრობად და შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი ბრიფინგი გამართეს "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა ნატალია ხოხიაშვილმა და "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ.

   ნატალია ხოხიაშვილის თქმით წალკაში ბრუნდებიან 10-15 წლის წინ წასული ბერძნები და მისი თქმით აუცილებელია სასწრაფოდ მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. მისივე განცხადებით- "ხალხის მოთხოვნაა ხელისუფლებამ იზრუნოს მათზე, შეისყიდოს მათთვის საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდეთ მიწის ფართები. წალკის მოსახლეობა ოთხშაბათიდან კანცელარიასთან აქციებს იწყებს. მათ უნდათ პრემიერთან შეხვედრა".

   -"წალკა ქართული მოსახლეობისგან იცლება. უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს თუ ვისი ინტერესების გატარებას ცდილობს ილია საბაძე. ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით და არ უნდა დაუშვას წალკის ქართული მოსახლეობისგან დაცლა"-განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

 

  ცნობილი ხდება, რომ ოთხშაბათს, 13:00-ზე წალკის მოსახლეობა კანცელარიასთან აქციას გამართავს, აქციას არასამთავრობოებიც უერთდებიან.

  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: